თამარ გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში ვერ გადავიდა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები.
ამ ქვეყნების გარდა, მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში იმღერებენ მოლდოვის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, შვედეთის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, ავსტრალიის, კვიპროსის და ბელგიის წარმომადგენლები.
მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.