საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლიუჟკოვისა და ე.წ. ”ღამის მგლების” ჩამოსვლას გამოეხმაურა:
“ჩვენი პოლიტიკური შეფასება ასეთია, რომ ეს მიუღებელია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ეს არის სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივა და ჩვენც ბუნებრივია ამით დავინტერესდებით.
თითქოს გამოიკვეთა ერთგვარი მცირე ჯაჭვი პროვოკაციების. ჩვენთვის ეს პროვოკაციები მიუღებელია. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ ასეთი ტიპის პროვოკაციებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
იტვირთბა....