კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ზუგდიდში გაიმართა. პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძეს დარბაზიდან მოქალაქემ მიმართა:
“როდესაც ილიკო ჩიგოგიძეს ეუბნება ილარიონ შევარდნაძე, რა კარგია ცალი თვალი და რა ცუდია ორი თვალი, აბსოლუტურად იგივე შთაბეჭდილება შემექმნა, როდესაც ბატონი ირაკლი კობახიძე დაახლოებით უსამძიმრებდა იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს ირჩევდნენ პირდაპირი წესით. ლამის გავუგზავნო დეპეშა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებმაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონი აირჩიეს”.
ირაკლი კობახიძემ ამ შეფასებას ასე უპასუხა:
“ეს მაგალითი არ იყო სწორად მოყვანილი. საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე როგორც კონსტიტუცია არ არის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოები. კონსიტუციის განმარტებისთვის, როგორც ჩანს, არ გამოდგება”.