ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მურუსიძე მორალს გვიკითხავს: რას მიიჩნევს ტრაგედიად თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ლევან მურუსიძესთან სატელევიზიო ინტერვიუს აზიარებს და  წერს:

“ტრაგედია ის კი არ არის დღეს ამ კაცს მანტიას სამუდამოდ ჩააცმევენ თუ არა, ტრაგედია ის არის რომ ამას საერთოდ ვიხილავთ და ის ტელევიზიებში ჩამოტარებით მორალს გვიკითხვას ინსტიტუტების პატივისცემაზე, საკუთარ უმწიკვლობაზე, კანონის უზენაესობაზე, დიქტატურის კანონიერებაზე.
მისი ყოველი გამოჩენა ოცნებების სასაფლაოსკენ მიმავალ გზას ამოკლებს”-წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს უვადოდ უნდა აირჩიონ. კანდიდატებს შორის ლევან მურუსიძეც არის.

 

იტვირთბა....