ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება მომავალი კვირის პირველ ნახევარშიც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი.

 

8 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.

 
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +22, +27; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.

 
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +25 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....