ზუგდიდში თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე წუხელ აფეთქება მოხდა. სამწუხაროდ, აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა.
დაინგრა შენობის კედლები და გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე მამაკაცი იპოვეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.