ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მსოფლიოს ერებს მივმართავ”: საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის მიმართვა

საფრანგეთმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. “დავიცავ საფრანგეთს და მის სასიცოცხლო ინტერესებს, – ასეთი განცხადება გააკეთა მაკრონმა გამარჯვების შემდეგ, როცა ხალხს მიმართა.
„მე თქვენს წინაშე ვალდებულებებს ვიღებ. მე დავიცავ ევროპას, ეს ჩვენი ცივილიზაციაა. მე გავაძლიერებ ევროპასა და მის მოქალაქეებს შორის კავშირებს. მე მსოფლიოს ერებს მივმართავ და მათ საფრანგეთის ძმურ მისალმებას ვუგზავნი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
„მინდა ასევე მივესალმო ჩემს მოწინააღმდგეს. ვიცი, რომ ჩვენს ერში დაყოფამ ზოგიერთები მიიყვანა იქამდე, რომ ხმა ულტრამემარჯვენეებს მისცეს. მე ვიცი ის ეჭვები, აღშფოთება, რაც ზოგიერთმა გამოხატა. ჩემი ვალდებულებაა თქვენ მოგისმინოთ და ვებრძოლო უთანასწორობის ყველა ფორმას, რათა უზრუნველვყო თქვენი უსაფრთხოება და ჩვენი ერის ერთიანობა“, – აღნიშნა მაკრონმა.

შგახსენებთ, მარინ ლეპენთან საარჩევნო მარათონში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა და საფრანგეთის მორიგი პრეზიდენტი გახდა.

იტვირთბა....