ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

საქართველოში 12 მაისამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, -ამის შესახებ ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახური ავრცელებს. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება; თბილისში – 20 გრადუსი.

7 მაისს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, პერიოდულად შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 21-26 გრადუსი იქნება; თბილისში 24 გრადუსი.

8 მაისს, საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისში, კვლავ შენარჩუნდება პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22-27 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში 25 გრადუსი.

12 მაისამდე, საქართველოში არამდგრადი, დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.

იტვირთბა....