ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

შს სამინისტრომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება მუხლებით ედებათ.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა.

იტვირთბა....