ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ის ნაბიჯები, რომლებსაც თურქეთი და რუსეთი ერთად გადადგამენ, მთლიანად რეგიონის ბედს შეცვლიან”

„კავშირების აღდგენის დრო დასრულდა და ვუბრუნდებით ნორმალურ პარტნიორობას“ – ესაა რუსეთის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი სოჭში, თურქ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანის შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა სირიის კრიზისი და ეკონომიკური ურთოერთობები იყო.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სირიაში აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ამ კუთხით რუსეთი, თურქეთი და ირანი აქტიურად მუშაობენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შედეგები რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

“კარგია, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, სამუშაო რეჟიმში შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ერთმანეთს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სირიის კონფლიქტზე”, – თქვა პუტინმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განახლება რეგიონის ბედს განსაზღვრავს.

“ის ნაბიჯები, რომელსაც თურქეთი და რუსეთი ერთად გადადგამენ, მთლიანად რეგიონის ბედს შეცვლიან”, – თქვა ერდოღანმა.

ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის უკანასკნელი შეხვედრა 10 მარტს, კრემლში გაიმართა.

იტვირთბა....