ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

პაატა იმნაძე მოსახლეობას გადამტანებით გადაცემადი დაავადებების შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა  პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  გადამტანებით გადაცემადი  დაავადებების სეზონის დაწყებაზე ისაუბრა:

”იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა მღრღნელებით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით გადავიდეს. სამი შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში. ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა გვქონდა, ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის ინფორმაციით, დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები, თუმცა ცოტა ხანში გამოჩნდებიან.  მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კოღოს გამრავლების პირობები არ შევუქმნათ.

იტვირთბა....