პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” მუსოლინის საარჩევნო სისტემის დანერგვას აპირებს, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, მუსოლინის მსგავსი სისტემა წინა ხელისუფლებამ დატოვა, ახლანდელი ხელისუფლება კი მას დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ცვლის:
“მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ ამ სისტემას ვცვლით დემოკრატიული საარჩევნო სისტემით. ესაა ჩვენი პოლიტიკური ნება. ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.