ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბატონო ბიძინა, თქვენ იქეცით ქართველი ხალხის მესაფლავედ”

ქუთაისში, პარლამენტის წინ იპოთეკართა აქცია გაიმართა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ესწრებოდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან და ბიძინა ივანიშვილისგან ე.წ სამევახშეო საქმის გამოძიებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, 5 წელია ხელისუფლებისგან აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას მოითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

“ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ მდგომარეობას გაგვიუმჯობესებდა. მას ვთხოვთ პირადად, რომ შეგვისრულოს დანაპირები. ბატონო ბიძინა,შეგვპირით, რომ კეთილდღეობას შეგვიქმნიდით და მოსპობდით მანკიერებას. მანკიერება კი არ მოსპეთ, თქვენ სამევახშეო სისტემით ყაჩაღობა დააკანონეთ და ბატონო ბიძინა, თქვენ იქეცით ქართველი ხალხის მესაფლავედ” – განაცხადა აქცის მონაწილემ მარინა სუპატაშვილმა.

იტვირთბა....