ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისის წევრების ვინაობა ცნობილია

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელმაც რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეხვედრები უნდა გამართოს და საზოგადოებას ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების პროექტი უნდა გააცნოს.

9-კაციანი კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:

1. ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2. თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
3. სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
4. ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
5. ვასილ გონაშვილი – ექსპერტი
6. თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი
7. ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”
8. თორნიკე ჭეიშვილი – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი

“ნაციონალური მოძრაობა” საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში არ ჩაერთვება, რადგან მათი შეფასებით, ეს არის პოლიტიკური თამაში.

„მათ უნდათ, რომ ფასადად გამოგვიყენონ და შექმნან ილუზია, რომ თითქოს, მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იხილავს კონსტიტუციას,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს – მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა.

იტვირთბა....