თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, მეორედ იყაროს კენჭი.
”საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება წარმოდგენლი. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული”,- განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, თუ მის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, მერის არჩევნებში მონაწილეობას უპირობოდ მიიღებს. ”თუ იქნება გადაწყვეტილება, რასაკვირველია,”- განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.