გონიოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კრიტიკულია ერთის მდგომარეობა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო “თემოსთან” ერთმანეთს ოპელის” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
“ოპელის” მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.