КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ, – ასეთი განცხადება გააკეთა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გადაცემა “არჩევანში” ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გარკვეულმა ადამიანებმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროვოკაცია მოუწყვეს. მისივე თქმით, თანამზრახველები არა მამა გიორგის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ჰყავს.
მეუფე აქვე აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილს პროკურატურაზე გავლენა აქვს, რადგან მამა გიორგის ბრალს უმძიმებენ. მისივე თქმით, ის არათუ გამორიცხავს, არათუ ეჭვის დონეზეა, არამედ ფაქტებითაც შეუძლია ვთქვას, რომ დიდი მფარველობა და დიდი სურვილია, რომ შორენა თეთრუაშვილი აქედანაც კი სუფთად დარჩეს.
„საქართველოში სიკვდილით დასჯა რომ არ იყოს გაუქმებული, დახვრეტასაც მიუსჯიდნენ. მაშინ გამოდის, რომ მე შემთხვევით არ მითქვამს, როდესაც “ჯინსების თაობა” და თვითმფრინავის საქმე ვახსენე, სადაც მღვდელი დასჭირდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ორგანიზატორი ამ საქმეში, ადამიანს, რომელსაც ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნდა გარდა მეგობრობისა. КГБ-ს სკოლაა ყველაფერი, რასაც ახლა ვხედავთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეზე მისი დაკავება იგივე იქნება, რომ ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულონ.
https://youtu.be/AhYf__0q5s4