ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოვაჭრეების თქმით, მათ 500-ლარიანი ჯარიმით დაემუქრნენ: ხმაური ბუკიას ბაღთან

ხმაური იყო ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. იქ მყოფმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ყვავილებითა და ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ მათთან შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ ისინი 500-ლარით უნდა დაეჯარიმებინა.

2

როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ „მეტრონომის“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ განუცხადა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მას პირადობის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვდა, მისი არარსებობის შემთხვევაში კი –  სახელსა და გვარს. გარემოვაჭრე ქალბატონის თქმით, სახელისა და გვარის თქმის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ ის 500 ლარით დააჯარიმა და აღნიშნულის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მან შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს ოქმის ნომერი მოსთხოვა, მან კვლავ განუცხადა, რომ ის შესაბამის სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო და აღნიშნული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა.

3

როგორც „მეტრონომს“ შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პირებს შესაბამისი საბუთის გარეშე ვაჭრობა ეკრძალებათ. მისი თქმით, დღეს მათ გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის გარეშე იკრძალება და უთხრეს, რომ  იმ შემთხვევაში თუ  ისინი ვაჭრობას კვლავ გააგრძელებენ, შემდეგში აუცილებლად დაჯარიმდებიან.

5

იტვირთბა....