“პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეზე საუბარი საერთოდ არ მინდა, მემგონი სახიფათოა ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში”, – ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში”.
“კობახიძე ავითარებს იმ შეთქმულების თეორიას. კობახიძე სრულ ისტერიკაშია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელსაც სიტყვების შერჩევაც არ შეუძლია და ამბობს, რომ იტყუება პრეზიდენტი. რეებს ლაპარაკობს. პრეზიდენტის მხრიდან თუ ვინმეს ახსოვს რაიმე უპატივცემულო გამონათქვამი, რომელიმე სხვა ინსტიტუტის წარმომადგენლის მიმართ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პრეზიდენტ მარგველშვილზე კომენტარი გააკეთა დამწვავედ გააკრიტიკა. მის განცხადებას კი პრეზიდენტის პრესაპარატის პასუხი მოჰყვა. გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კობახიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.