გლდანში მამაკაცი რომელიც მე-7 სართულიდან გადმოხტომით იმუქრებოდა და ცოლ-შვილის დაუყოვნებლივ მიყვანას ითხოვდა, პოლიციამ მისი სახლში უვნებლად შეყვანა შეძლო.
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები “მეტრონომთან” საუბარში ამბობენ, მამაკაცის მოთხოვნა პოლიციამ დააკმაყოფილა და მასთან სასაუბროდ ცოლი მიიყვანა, რომელიც დაპირდა, რომ შვილს აჩვენებდა. ამის შემდეგ მამაკაცი სამაშველო სამსახურმა გართულების გარეშე, სახლში უვნებლად შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გლდანში, მე-3 მიკრორაიონში მამაკაცი მე-7 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა. როგორც “მეტრონომის” კორესპონდენეტი ადგილიდან იუწყებოდა, მამაკაცი ითხოვდა, რომ მასთან ცოლ-შვილი მიეყვანათ.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი 50 წლამდეა, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი ცოლ-შვილს გაშორებულია. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულები. ამ მომენტისთვის ინციდენტი ამოწურულია.