ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლისი დეველოპმენტმა” შსს-ს მიმართა

“ლისი დეველოპმენტი” ლისი ტბის ტყეში დამწვარ ხეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“კომპანია “ლისი დეველოპმენტისთვის” ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად.

ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას”,-აღნიშნულია განცხადებაში.

 

“ხეებს მიზანმიმართულად ახმობენ”: რა ხდება ლისის ტბასთან (ვიდეო)

 

“უკეთესი იქნება ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ”

იტვირთბა....