ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

“ერთ დღეში 12-ჯერ გამოიძახეს პოლიცია”: 4 შვილის მოკლული დედის მეგობარი დეტალებს ყვება

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში 4 შვილის დაღუპული დედის მეგობარი ამბობს, რომ თათიას სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობოდა, ალბათ, მკვლელობამდე აწამა.
ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი გასულ კვირას მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულია მისი შვილის მამა, 41 წლის გიორგი ჯანაშვილი. პოლიციამ ჯანაშვილი მალევე დააკავა. როგორც ირკვევა, თათიას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა.

tatia1
„თათიას სამი შვილი ჰყავს პირველი მეუღლისგან. მისი მეუღლე წლების წინ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა, ორი თვის წინ კი აღესრულა. თათიამ მერე გაიცნო ჯანაშვილი. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქმართანაც და დედამთილთანაც. მერე ბინა იქირავეს. სამი თვის იყო პატარა, თათიას ქმარმა ცემა რომ დაუწყო. ერთ დღეს 12-ჯერ გამოიძახეს პოლიცია. ერთხელ შუათანა გოგონას ზურგში ისე ჩაარტყა, ბავშვმა გონება დაკარგა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ გიორგი ბავშვის ნახვას იმიზეზებდა და ოჯახს აწიოკებდა. თათია სახლში არ უშვებდა. პოლიციასაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ ბოლოს, იმედი დაკარგა, რომ ვინმე დაიცავდა, ამიტომ სახლში აყალმაყალი რომ თავიდან აერიდებინა, როცა გიორგი ურეკავდა, თვითონ გადიოდა და სხვაგან ხვდებოდა. იმ დღეს მასთან შესახვედრად რომ გავიდა და შინ არ დაბრუნდა, ბავშვებმა დაურეკეს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა“, – აცხადებს თათია ვაჩეიშვილის მეგობარი.
მისივე თქმით, ის, რომ გიორგი ჯანაშვილის ფსიქიატრიული პრობლემების აქვს, გამოგონილია.
„ამისი თქმა მაშინ დასჭირდათ, როცა გიორგიმ თათიას ბინის კარს ცეცხლი წაუკიდა. ჩვენი მეგობარი, რომ არ მისულიყო, ყველა დაიწვებოდა. ეს ამბავი რომ გაემართლებინათ და ციხეში არ წასულიყო, სიგიჟე მოიგონეს. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თათიას რამდენჯერმე სცემა. მერე შემაკავებელი ორდერიც გაიცა, მაგრამ ამან არ უშველა. ერთხელ მთვრალი დედამთილიც მიუვარდა. მაშინ სწორედ ადვოკატმა ჯოგლიძემ წაიყვანა ის ქალი. მოკლულს სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობა, ალბათ, მკვლელობამდე აწამეს. თუ ბრალდებული არ დაისაჯა და ფსიქიატრიულში მოათავსეს, ბავშვების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. მოკლულის შვილები დღეს 86 წლის მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობენ. სამი არასრულწლოვანიდან ყველაზე პატარა ორი წლისაა. ალბათ, და-ძმაზე ზრუნვა 19 წლის გოგონას მოუწევს“, – აცხადებს მოკლული თათია ვაჩეიშვილის მეგობარი.

“დღის 2-ის ნახევარზე ამოსულან ჩემს ბინაში, კონიაკი დაულევიათ. ბრალდებული გარდაცვლილს ღალატს აბრალებდა. მას კი უთქვამს, გღალატობ, რადგან ის ფულს მაძლევსო. კომპიუტერის კაბელით მოუხრჩვია, მერე დედასთან დაურეკავს, უთქვამს, „ტრუპი“ მყავსო და წასულა. დედამისმა კი პოლიციაში დარეკა,“  აცხადებს ადვოკატი სოსო ჯოგლიძე.

ამ გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე “მეტრონომი” რამდენიმე დღის წინ წერდა.

 

იტვირთბა....