ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე იაკობის და მამა დავითის მკვლელობაც იგეგმებოდა

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტის გარდა მინიმუმ ორი პიროვნების მოკვლა იგეგმებოდა. მისი თქმით, საუბარია მეუფე იაკობსა და მამა დავით ჭინჭარაულზეც:
” ამას, იმის გამო არ ვამბობ რომ პროკურატურის დასკვნაში რაღაც წერია. მხოლოდ შორენას მკვლელობა არ იქნებოდა საკმარისი. მას ჰყავს გარემოცვა და არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი მარტო შორენა თეთრუაშვილია. ამიტომაც, უნდა მომხდარიყო სხვა პიროვნებების განეიტრალება” – აცხადებს ქარჩავა.
პროკურატურის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა იგეგმებოდა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესი 5 მაისიდან დაიწყება.

იტვირთბა....