აუდიტორია 115, გაერთიანებული პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი შრომითი უფლებების დასაცავად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. ისინი სახელმწიფოსგან მშრომელთა უფლებების დაცვას მოითხოვენ. აქციის მონაწილენი მსვლელობით მიემართებიან ვარდების მოედნისკენ, რის შემდეგაც პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბებიან.