ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სეტყვა და ხანმოკლე წვიმა ელჭექით: ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ მაისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; სანაპირო რაიონებში +20, +25 გრადუსი, მთაში +22, +27; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.

თბილისში საღამოს საათებში ასევე, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +27 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....