ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში წერს:
“გქონიათ განცდა, რომ თითქოს მოძრაობ, მაგრამ ერთ ადგილზე დგახარ?
მიშამ ვარდების მოედანზე დაჭედებული ველოსიპედის ძეგლი თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის სიმბოლოდ, სწორედ ამ მოძრავი უძრაობის, ან უძრავო მოძრაობის სიმბოლოდ აღმართა.
დღეს ერთი ასეთი დღე იყო.
როცა პრემიერი ინსტიტუციურ დემოკრატიაზე საუბრობს, თუმცა მთავარსარდალთან ერთად ჯარისთვის მილოცვა არ შეუძლია.
როცა თავდაცვის მინისტრი ჯარს დაბადების დღეს ერთ დღეს ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე ულოცავს, იმიტომ რომ მისი უფროსი და მთავარსარდალი ერთად, ერთ ღონისძიებაზე “ვემსახურები საქართველოსო” ვერ ამბობენ.
ვინმე რომ იტყვის საბავშვო ბაღიაო ან “ინსტიტუციური დემოკრატიის ერთგულებაზე” თქვენს მგზნებარე სიტყვებზე გაეცინება არ გაგიკვირდეთ.
P.S. ზოგჯერ არც ჩემი მინისტრობის დროს მოდიოდა პრემიერი მთავრსარდალთან ერთად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მაგრამ მთავარსარდლის გვერდის ავლა არც გვიფიქრია.
ის მთავარსარდალია!
არის მომენტი როდესაც გაბუტობანა უბრალოდ სირცხვილია.
ძილი ნებისა საქართველო!”-წერს ხიდაშელი.