რამდენიმე წლის წინ გახმაურებული “ფოტოგრაფების საქმეზე” დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე იხსენებს თუ რა მოხდა მას მერე, რაც ის გაათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან შეხვედრა მოინდომა.
გედენიძემ იხსენებს, რომ ის სააკაშვილს ერთ-ერთ ზაფხულს ლაშქრობის დროს შეხვდა, სადაც მათ ცოტა ხნით ისაუბრეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჯგუფში მოვხვდით არ ვაპირებდი მასთან დაკონტაქტებას. კარავიც სხვაგან გავშალეთ, მე ოჯახთან ერთად ვიყავი. მეორე დღეს თვითონ დამიძახა და ერთი-ერთზე ვისაუბრეთ. ამ პერიოდში მას დაცვაც არ ჰყავდა გვერდით. მან წუხილი გამოხატა: “მე და სანდრა ძალიან შევწუხდითო” და დამისვა ერთი შეკითხვა: “ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს ამბავი გაგვიჩალიჩა”. მე დავუსახელე პირები და ვუთხარი, რომ არსებობდა კიდევ ბევრი რამ, რაც ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. მაშინ გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული”,- განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
შეგახსენებთ, 4 ფოტოგრაფი, რომელთა შორისაც იყო ირაკლი გედენიძე, რამდენიმე წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე ხანი მოუწიათ საპყრობილეში ყოფნა. საერთაშორისო აჟიოტაჟისა და ადგილობრივი მედიის აქტიური მხარდაჭერით ისინი საბოლოოდ გაათავისუფლეს.