ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან მურუსიძე: ქართული მედია CNN-სა და BBC-ს უნდა დაემსგავსოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ქართული მედია CNN-ისა და BBC-ს თანასწორი უნდა გახდეს,-ამის შესახებ მურუსიძემ სააგენტო on.ge-ს განუცხადა.

“ყველაფერი ვითარდება, როგორი ჟურნალისტიც იყავით პირველ წელს, ახლაც ისეთი ხომ არ ხართ, ხომ ვითარდებით? მე როგორი მოსამართლეც ვიყავი პირველ წელს, 10 წლის შემდეგ ხომ სხვანაირი ვარ? ყველაფერს უნდა წინ წასვლა, განვითარება. სასამართლოს მიმართ არსებობს მოლოდინი გერმანულ და ამერიკულ სასამართლოსთან მსგავსების, ასე უნდა დაემსგავსოს ქართული მედია CNN-სა და BBC-ის“, – განმარტა მურუსიძემ მოსამართლეების მიმართ კრიტიკის საპასუხოდ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით 4 აპრილს გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.
ამავე თემაზე:

მოსამართლეს, რომელიც ატყუებს ჟურნალისტებს, არ აქვს ინიციატივებით გამოსვლის მორალური უფლება

 

მოსამართლის ცემაზე დუმილი, კრიტიკაზე კი – ცენზურა: რას ემსახურება ევა გოცირიძის ინიციატივა

იტვირთბა....