ემიგრაციაში წასული ბიჭის მამამ კუკური აბულაძემ, რომელიც მისი შვილის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს, გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა, რომ მისი შვილი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო. მისი თქმით,ის ჯერ თურქეთში წავიდა, საიდანაც უნდოდა თვითმფრინავით იტალიაში მოხვედრილიყო. გარდაცვლილის ცხედარი კი რამდენიმე რეისის შემდეგ აღმოაჩინეს.
“16 რეისი ჰქონდა გაკეთებული, მან მოიარა ეგვიპტე, ინგლისი, საფრანგეთი და როდესაც მოსკივში ჩაფრინდა იქ შეამოწმეს თვითმფრინავის საბარგული ტექნიკურმა მუშაკებმა და ნახეს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო ბოძზე მიკრული თვითმფრინავში. მე მაინტერესებს საიდან მოხვდა ჩემი შვილი თვითმფრინავში ბოძზე მიკრული”, – აცხადებს კუკური აბულაძე.
მას არ აქვს პასუხები კითხვებზე, თუ როგორ მოახერხა მისმა შვილმა საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში შეღწევა, როდესაც არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტი.
“მე მრავალჯერ გამოვსულვარ საქართველოს ტელევიზიებით, ერთი თხოვნა მქონდა და არავინ შემხმიანებია. თუკი საქართველოში არ შეუძლიათ ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა, კეთილი ინებონ და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გაუგზავნონ. ჩემს შვილს რაიმე ასაფეთქებელი, რომ შეეტანა თვითმფრინავში, მაშინ ხომ გამოფხიზლდებოდა მსოფლიო. ერთი ადამიანის სიკვდილი არაფრად უღირთ, ჩემთვის კი ეს ერთი ადამიანი მთელ მსოფლიოს ნიშნავდა”, – განაცხადა კუკური აბულაძემ.