ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მძარცველებმა კედლის გამონგრევის შემდეგ შეაღწიეს

თბილისში, ​ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში მძარცველებმა მაღაზია გაძარცვეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, მათთვის უცნობმა პირებმა კედელი სადარბაზოს მხრიდან მდებარე სარდაფის მეშვეობით გამოანგრიეს და მაღაზიაში ისე შეაღწიეს.

წაღებულია დაახლოებით 200 ლარი და სიგარეტის ბლოკი. მაღაზია მცირე ზომისაა, იქ მხოლოდ ხილ-ბოსტნეული, თამბაქო და გამაგრილებელი სასმელები იყიდება, ამიტომ თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ქურდების სამიზნე მათ გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხური იყო, თუმცა იქ შეღწევა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....