ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპის და პუტინის შეხვედრა მაისის ბოლოს გაიმართება

აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მაისის ბოლოს შედგება.

ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ორივე პრეზიდენტის ადმინისტრაციებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

25–27 მაისს ტრამპი ბრიუსელში ჩადი ნატოს სამიტზე დასასწრებად. ამავე პერიოდში იტალიის ტაორმინში დიდი შვიდიანის სამიტი ჩატარდება, რომელშიც ასევე მიიღებს მონაწილეობას ტრამპი. ამ პერიოდში, შესაძლოა, ტრამპი რომელიმე მესამე ქვეყანაში გადაფრინდეს, სადაც მისი რუსი კოლეგაც ჩავა, – წერს გაზეთი.

გამოცემის ვარაუდით, ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, შესაძლებელია თუ არა ამერიკა–რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება სირიის, ჩრდილოეთ კორეისა და ავღანეთის კრიზისების ფონზე.

იტვირთბა....