“ნაციონალურ მოძრაობაში“ თბილისის მერად წარსადგენ კანდიდატებზე მსჯელობენ, მათ შორისაა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, – ამის შესახებ 1tv.ge იუწყება.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა კონკრეტულ გვარებზე საუბარისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუ ათ კანდიდატს ჩამომითვლით, გეტყვით, ვისზეა საუბარი. სახელებსა და გვარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერც იმას გეტყვით, კანდიდატს როდის დავასახელებთ“, – განაცხადა წიკლაურმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.