გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ჯარისკაცი გოგონას ცემაშია ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, კონფლიქტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.