გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 – 30 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, + 24 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს +15 გრადუსი იქნება.
29 – 30 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.