ახალი ამბები ბიზნეს იდეა მთავარი საზოგადოება

ჭკვიანი ბეჭედი: პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტი (ვიდეო)

ჭკვიანი ბეჭედი – cnick-ი პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტია, რომელიც ქართველმა მოზარდებმა შექმნეს.

cnick-ის მონაცემები მოიცავს სხვადასხვა დაწესებულების საშვის, ღონისძიებების ბილეთების, ტელეფონის მონაცემების მიმაგრებას და მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით, მოქმედებების შესრულებას.

ბეჭდის შეკვეთისას, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს ფერი, ძვირფასი ქვის ზოლი და გრავირება. მის შესაქმნელად ხის მასალა გამოიყენება.

ჭკვიანი ბეჭდის გაყიდვები პრეზენტაციის პარალელურად დაიწყება, რომელიც ხვალ ტექნოპარკში გაიმართება.

პროდუქტის შეძენა მსურველს საიტ cnick.ge-დან შეეძლება. პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს მიიღებენ.

cnick-ი “სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული კომპანიის პროდუქტია.

 

იტვირთბა....