ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია მეორე სართულზე არსებული ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში მარტოხელა მოხუცი იმყოფებოდა, რომლის გადარჩენა მეზობლებმა მოახერხეს.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეასრულა.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტრო გაყვანილობა სახელდება.
ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის თქმით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.