თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გუნდის წევრი არ იქნება და ამის შესახებ არანაირი სახის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ის არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.
„არც ყოფილა ჩემთან ამ თემაზე საუბარი და არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ასეთი შემოთავაზება, რომც იყოს, არც ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას. ვიყავი და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილი 28 აპრილს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ისაუბრებს პოლიტიკურ გეგმებზე და ასევე, საზოგადოებას გააცნობს, გუნდის წევრებს.