ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია იმიტომ ვუწოდე, რომ მაშინ მასზე ბევრი რამ არ ვიცოდი”

აშშ-ს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პერიოდში, CNN-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა. თავისი ეს განცხადება Associated Press-სთან განმარტა და აღნიშნა, რომ „იმ დროს ბევრი რამ არ იცოდა ნატო-ზე“.

„ვულფ ბლიცერს მივეცი ინტერვიუ, სადაც ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნატო-ზე კითხვა დამისვეს. მე მაშინ მთავრობაში არ ვიყავი,
ნატო-ზე დამისვეს კითხვა. მე მხოლოდ ორი სიტყვით ვუპასუხე, რომ ნატო მოძველდა, ვინაიდან მაშინ ნატო-ზე ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა კი ვიცი“, – განაცხადა ტრამპმა.

13 აპრილს ტრამპმა ისიც განაცხადა, „ნატო აღარ არის მოძველებული ორგანიზაცია, ვინაიდან ნატო ახლა ტერორიზმს ებრძვის“.

იტვირთბა....