ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის აღარ მოხვდა, რომლის მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიან

2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად აღარ მოხვდა იმ 25 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ. ამის შესახებ საუბარია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკის ანგარიშში. ​

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 6,541 დანაშაული მოდის (1.1%). აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედიან თურქები, რუმინელები და პოლონელები.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს გერმანიაში 6,372,526 დანაშაული დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,7%-ით გაიზარდა. დანაშაულის ჩადენის სიხშირე 100,000 მოსახლეზე 7,797-დან 7,755-მდე შემცირდა.

შარშან საქართველო მე-19 ადგილზე იყო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ანგარიშს წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია პოლიციის მიერ აღრიცხული დანაშაული 16-ივე ფედერალურ მიწაზე. 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს.

გერმანიის პოლიციამ გასულ წელს ქართველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის 6 000 ფაქტი აღრიცხა.

იტვირთბა....