ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი მოგვცემს იმას, რომ ერთ კონკრეტულ პარტიას ექნება ძალის ძალიან დიდი კონცენტრაცია, რაც მისი თქმით, არასწორია.
“ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სწორი საარჩევნო სისტემა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში. მცირე შანსიც რომ იყოს, ჩვენ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ”,- განაცხადა ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუშმა.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს და მასზე მუშაობის პროცესს, უშუალოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისგან გაეცნენ.