ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სასიკვდილო ვირუსი: ელტონ ჯონი რეანიმაციულში მოხვდა

მსოფლიოს ვარსკვლავი ელტონ ჯონი ბაქტერიული ინფექციის გამო რეანიმაციაში მოხვდა. მან იქ ორი ღამე გაატარა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ელტონ ჯონი ავად სამხრეთ ამერიკაში ტურის დროს გახდა. ინფექციის სახეობა ვერ დაადგინეს, მაგრამ მისი თქმით, იგი უჩვეულო იყო. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფექცია იშვიათობაა და პოტენციურად სასიკვდილოა.

ავადმყოფობის გამო ელტონ ჯონმა ლას-ვეგასში, აპრილსა და მაისში ჩანიშნული ყველა თავისი კონცერტი გააუქმა. სცენაზე დაბრუნებას მომღერალი ინგლისში, რამდენიმე თვეში გეგმავს.

 

იტვირთბა....