ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფომ სასულიერო პირების პირადი მონაცემების შეგროვება დაიწყო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიამ რელიგიურ ორგანიზაციებს მიმართა და მათ სასულიერო პირების სია, მათი პირადობის მოწმობების ასლები, საკონტაქტო მონაცემები, სასულიერო ხარისხი და ამჟამინდელი მსახურების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

სააგენტოში ინფორმაციის მოთხოვნას „რელიგიური რუკის“ შექმნით ხსნიან, მათი განცხადებით, მსგავსი შინაარსის მოთხოვნა ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასაც გაეგზავნა. პასუხის გაცემა ნებაყოფლობითია.

უარი პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უკვე განაცხადა ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....