ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტიმ, მას შემდეგ რაც იტალიელმა დეპუტატმა მიკელე ნიკოლეტიმ მისი გადადგომა მოითხოვა, ხოლო ამ განცხადებას დეპუტატთა ნაწილი ტაშით შეხვდა, ასამბლეის სხდომა შეწყვიტა და დარბაზი დატოვა.
პედრო აგრამუნტის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ის, 20 მარტს რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში იმყოფებოდა. თუმცა აგრამუნტი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსმა პარლამენტარებმა ის მოატყუეს. მისი განცხადებით, ეს კერძო ვიზიტი იყო და ასადთან შეხვედრას ევროპის საბჭოს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.