საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებას პარიზში შეტაკებები მოჰყვა. ანტიფაშისტური მოძრაობის წარმომადგენელი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ BBC იუწყება. ეზგიტპოლის პირველადი მონაცემების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.