ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციის ავტომობილი ფანასკერტელზე 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა და დაიმტვრა

 

თბილისში, დღეს, დილის 6 საათზე, პოლიციის ავტომობილი, რომელიც ფანასკერტელის ქუჩის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, 8 მეტრის სიმაღლიდან ეზოში გადავარდა და დაიმტვრა.

ავტომობილი ეზოში მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.

შემთხევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მივიდა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოს თავზე გზა გადის, რომელსაც არ აქვს დამცავი ჯებირი და მსგავსი შემთხვევები ადრეც მომხდარა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ მანქანა მათი უწყების საკუთრებაა და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ დანაყოფს ეკუთვნის.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“ – აცხადებენ შსს-ში.

“რუსთავი 2”

იტვირთბა....