ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს. პაატა ხიზანაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.

ის ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში მუშაობდა.

იტვირთბა....