ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები პირისპირ შეხვედრას მართავენ

უნგრეთის პრემიერმინისტრი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონიას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და უნგრეთის დელეგაცია ესწრება. უნგრელ კოლეგას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ რამდენიმე წუთში შეხვედება. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტი გაფორმდება.

ხელმოწერის შემდეგ კი საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე ვიქტორ ორბანმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უნგრეთის პრემიერმინისტრის თბილისში ვიზიტი დღეს დასრულდება.

იტვირთბა....