ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონფლიქტი საქართველოში”: ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ანგარიში წარადგინა

 

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარადგინა, რომელსაც ეწოდება “კონფლიქტი საქართველოში”. ტორბიორნ იაგლანდის მიერ მომზადებული  დოკუმენტი 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ევროკავშირის და სუამ-ის სახელით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. 28 ქვეყანამ ინდივიდუალურად შეაფასა და დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები.

“რუსეთი კვლავ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, პრინციპებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტი”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....