გათხევადებული გაზი, რომელიც ქართულ ბაზარზე და ავტომობილების მფლობელებში უკვე პოპულარობით სარგებლობს, ამის მიზეზი კი მისი დაბალი ფასია.
სპეციალისტების თქმით, გათხევადებული გაზი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც ქიმიური ელემენტების, პროპანისა და ბუტანისგან შედგება.
ის მსოფლიოში საწვავთან შედარებით 2-3-ჯერ ეკოლოგიურად სუფთად მიიჩნევა, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში ავტომობილების მფლობელები აქტიურად იყენებენ, საქართველოში კი პოპულარული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა.
ერთ-ერთი ნავთობიმპორტიორი კომპანიის პრეზიდენტის, ნუგზარ ცაავას განმარტებით, წინა წელთან შედარებით გათხევადებულ გაზზე მოთხოვნამ საქართველოში 20%-ით მოიმატა.
“გათხევადებული გაზის იმპორტს უკვე ათეული წელია ვახორციელებთ, ამჟამად გათხევადებული გაზის 90% ძირითადად, აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება, დანარჩენს კი განსაკუთრებით დეფიციტის დროს რუსეთიდან ვავსებთ.
სატრანსპორტო დანიშნულებით ანუ ავტომობილების მფლობელთათვის პროდუქტის მიწოდების თვალსაზრისით ბაზარზე თითქმის ერთი წელია შევედით და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვიცავით,” – განმარტავს ის.
აქციზის გადასახადის ზრდა ნავთობპროდუქტებიდან გათხევადებულ გაზს არ შეხებია. 1 ტონაზე მისი გადასახადი 120 ლარია, შესაბამისად, სხვა ტიპის საწვავთან მისი ფასი შედარებით დაბალია, იგი 1 კგ დაახლოებით 1,20 ღირს.
წყარო: allnews.ge