ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყალბი 100-დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

იტვირთბა....